შალვა ნათელაშვილი - ისე ნუ იზამთ გარეთ ცხვირი არ გამოგეყოფოდეთ
შალვა ნათელაშვილი - ისე ნუ იზამთ გარეთ ცხვირი არ გამოგეყოფოდეთ

A+ A-

147

18:33 06/12/2018

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და "ლეიბორისტების" ლიდერი შალვა ნათელაშვილი არჩევნებზე გაყიდულ ადამანებს მოუწოდებს, ისე ნუ მოიქცევიან, რომ გარეთ სირცხვილით ვეღარ გამოვიდნენ.

"რა ეშველება ამ ქვეყანას?! ხახვზე გაყიდული ამომრჩეველი მართლაც სასტიკად გაჭირვებულია (თუმცა ეს არ ამართლებთ) მაგრამ კარგად ნაჭამ-ნასვამი ვაიპოლიტიკოსნიც რომ წინ და უკან ვაჭრობენ, ეს უკვე ტრაგედიაა. აი, ახლაც ვუსმენ უაზრო, ბიძინისტ ვინმე ადვოკატ შავგულიძეს, კრემლის აგენტ ზაქარეიშვილს და სხვებს, რომლებიც საგულდაგულოდ ემიჯნებიან ოპოზიციის გუშინდელ შეხვედრას, სადაც ისინი იქ არავის მოუწვევია. გასაგებია,  რომ ფულის გამორთმევაზე სიგნალს აძლევთ ბიძინას, მაგრამ ისე ნუ იზამთ გარეთ ცხვირი არ გამოგეყოფოდეთ“, - წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.