ვინ გამოკვებავს ბაგა-ბაღების ბავშვებს? - კომპანიები ტენდერში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ
ვინ გამოკვებავს ბაგა-ბაღების ბავშვებს? - კომპანიები ტენდერში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ

A+ A-

62

18:38 06/12/2018

თბილისის მერიამ საჯარო ბაგა-ბაღებისთვის საკვებით მომარაგებაზე  მიმწოდებელი კომპანიებისთვის ტენდერი გამოაცხადა, თუმცა, კომპანიების მხრიდან ინტერესი ჯერ არ ჩანს. მერიის გადაწყვეტილებით, ერთი აღსაზრდელის გამოსაკვებად დღეში 3.24 ლარია გამოყოფილი.

"ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კარგია, რომ  მერია მკაცრ მონიტორინგს უწესებს კომპანიებს, რათა საკვები ხარისხიანი იყოს. თუმცა, 3,24 ლარად კარგი საკვების შეძენა შეუძლებელია. 

"კომპანია "ნილის" მიმართ, რომელიც დედაქალაქის ბაგა-ბაღებს ამარაგებს,  მედია, ოპოზიცია  და არასამთავრობო ორგანიზაციები მკაცრ მონიტორინგს ახორციელებენ. ფაქტობრივად, ზეწოლის ქვეშ უწევთ მუშაობა, რომ ბაღებში ხარისხიანი საკვები შეიტანონ. ეს კომპანია გაკოტრების პირასაა და აღარ შეუძლია ის ვალდებულებები შეასრულოს, რაც წინა წელს აიღო. ვღებულობთ ისევ არასწორ მენეჯმენტს, ისევ იგივე წრეზე მივდივართ.  იგივენაირად უნდა  ვემათხოვროთ  კომპანიებს, შეიძლება იყოს იგივე პრობლემები. იგივენაირად, შეიძლება რძე შეიტანონ კონიაკის შეფუთვით,“- ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს თბილისის მერიამ საბავშო ბაღების კვებასთან დაკავშირებით, კვების რაციონი შეცვალა. გამოცხადებულ ტენდერში კომპანია  "ნილმა“ გაიმარჯვა. მერიის მიერ მომავალი წლისთვის გამოცხადებულ ტენდერში "ნილი" მონაწილეობას აღარ იღებს.