ნათელაშვილი - ნარკობარონმა ივანიშვილმა თავისუფლებაზე ათასობის ადამიანის გამოყვანა ხალხისაგან მოპარული მილიონებით შეძლო
ნათელაშვილი - ნარკობარონმა ივანიშვილმა თავისუფლებაზე ათასობის ადამიანის გამოყვანა ხალხისაგან მოპარული მილიონებით შეძლო

A+ A-

431

19:14 06/12/2018

"ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში იმ სქემაზე წერს, რომლის დახმარებითაც, იმპიჩმენტ გამოცხადებულმა  ნარკობარონმა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე ათეული ათასობით ადამიანის მიყვანა მოახერხა.

ნათელაშვილის განმარტებით, ეს ივანიშვილმა ხალხისგან მოპარული მილიონებით შეძლო.

"ალბათ ყველას აინტერესებს, როგორ მოახერხა ხალხისგან იმპიჩმეტ გამოცხადებულმა ნარკობარონმა ივანიშვილმა თავის სახელით, რუსეთის უშიშროების სპეც-ზონდერჯგუფ "პატრიოტთა ალიანსის“ სახელით, წინასაარჩევნოდ თავისუფლების მოედანზე, ათეული ათასობით ადამიანის მოყვანა? - მარტივად, გაუშვა ამისათვის ისევ ჩვენგან მოპარული მილიონები.  თვითმმართველობის ათასობით დეპუტატს,  რომლებიც სუს-ის სიებით გაათრიეს თავის დროზე, დაევალათ თითო მარშრუტკის ხალხით გავსება, მძღოლებთან ანგარიშსწორება მოახდინა "პატრიოტთა ალიანსმა“, ხალხთან კი უშუალოდ ამ დეპუტატებმა. აი, კიდევ ერთი მაგალითი იმისა თუ როგორ იყიდება მამული“, - წერს ფეისბუქზე "ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი.