სახელმწიფო საბანკო დავალიანებებს ყველას არ დაუფარავს
სახელმწიფო  საბანკო დავალიანებებს ყველას არ დაუფარავს

A+ A-

648

19:27 06/12/2018

სახელმწიფო საბანკო დავალიანებებს ყველას არ დაუფარავს. დღეს გავრცელდა ერთ-ერთი მოქალაქის საუბრის ჩანაწერი, სადაც ერთ-ერთი ფინანსური ბიუროს წარმომადგენელი მას ეუბნება, რომ ვალების განულების პროგრამაში ვერ მოხვდა. “მე ვარ ფინანსური ბიუროს წარმომადგენელი. კომპანია “ნეტკრედიტისგან" გამოვისყიდეთ თქვენი სესხი და შესაბამისად, “ნეტკრედიტის” ვალდებულებასთან დაკავშირებით გესაუბრებით. სახელმწიფო და ჩვენი კომპანია შეთანხმდა იმაზე, რომ ვადაგადაცილებული სესხები, რომლებიც იყო ხანდაზმული, გადაეცა ყველა მათ. დარჩა მხოლოდ ის სესხები, რომლებზეც არ იყო მოლაპარაკება წარმოებული. თქვენი ვალდებულება არის ჩვენთან და არ გადაგვიცია თქვენი სესხი. თუ გნებავთ დაელოდეთ სიების გამოქვეყნებას, მაგრამ იქ თქვენი სესხი არ იქნება. ასე გადაწყვიტა სახელმწიფომ. თქვენი ბოლო გადახდა ფიქსირდება 2017 წლის აპრილში ანუ ჯამში გასულია 17 თვე. კონკრეტულად რა მოლაპარაკება იყო ჩვენ დირექტორთან, ეგ არ ვიცი, მაგრამ რაც დარჩა, ამაზე აშკარად არ ყოფილა მოლაპარაკება. დაელოდეთ სიას და შემდეგ, როდესაც არ იქნება თქვენი გვარი, მერე როგორც გნებავთ იმოქმედეთ. 600 000 ათას ადამიანზე გაცილებით მეტნი ხართ და ბიუჯეტი არ ეყოფა ამ ვალების განულებას. აშკარად ყველაზე არ იმოქმედა ვისაც ერთ წელზე მეტი ხანი არ ქონდა გადახდილი და ძირი თანხა 2 000 ლარი იყო. ძირი თანხა 1 000 ლარი გაქვთ და 93 გაქვთ ბოლოს გადახდილი. ჯამში გადასახდელი გექნებათ 917 ლარი. ამის გადანაწილება მოხდება, ჯარიმების გარეშე” - განუცხადეს მოქალაქეს ფინანსურ ბიუროში. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 600 000 მოქალაქეს, რომლებიც იმყოფებიან ე.წ. "შავ სიაში" ერთ წელზე მეტხანს არ შეუტანია თანხა და ვალის ძირი არ აღემატება 2000 ლარს, მიკროსაფინანსოებსა და ბანკებში ვალები 31 დეკემბრამდე გაუნულდებათ. პრემიერის განცხადებით, ვალებს მთლიანად ფონდი “ქართუ” ფარავს. ვალების განულების პროცესი ჯერ არ დაწყებულა.