ესპანეთში საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა ცრემლსადენი აირითა და რეზინის ხელკეტებით დაარბიეს
ესპანეთში საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა ცრემლსადენი აირითა და რეზინის ხელკეტებით დაარბიეს

A+ A-

31

19:32 06/12/2018

ესპანეთში, ქალაქ ჟირონაში გამართულ საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა ცრემლსადენი აირითა და რეზინის ხელკეტებით დაარბიეს. შემთხვევის შედეგად 27 დაშავდა რამდენიმე კი დააპატიმრეს. აქცია კონსტიტუციის მე-40 წლისთავის აღსანიშნავად, მემარჯვენე პარტია ‘’VOX’’-ის, პლატფორმა ‘’Borbonia’’-სა და სახალხო პარტია ‘’პლატფორმა კატალონიისთვის“ ორგანიზებით ჩატარდა, რომლის იდეა ესპანეთის ერთიანობის დაცვა იყო. დემონსტრაციის ჩაშლას რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრე მემარცხენე კატალონიური მოძრაობა შეეცადა. მისი წევრები ჟირონის მთავარ მოედანზე შეიჭრნენ და ტერიტორიის დაკავებას შეეცადნენ.