ქვეყანას რუსებს არ ჩავაბარებ, შევაკვდები და მაგალითს დავტოვებ - სააკაშვილი ნიკა რურუასთან ბოლო მიმოწერას ასაჯაროვებს
ქვეყანას რუსებს არ ჩავაბარებ, შევაკვდები და მაგალითს დავტოვებ - სააკაშვილი ნიკა რურუასთან ბოლო მიმოწერას ასაჯაროვებს

A+ A-

394

19:50 06/12/2018

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკა რურუასთან ბოლო მიმოწერას ასაჯაროვებს. როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, ბოლო მიმოწერა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს უკავშირდებოდა.

''ძალიან შეურაცხმყოფელია ეს ქალი. დღეს NGO-ებს ვესაუბრე არაოფიციალურ გარემოში და დამეთანხმნენ რომ state capture არის მომხდარიო. მეც ეგრე ვარ ზუსტად. ამ ქვეყანას რუსებს არ ჩავაბარებ. შევაკვდები თუ საჭირო გახდა და მაგალითს დავტოვებ it will be very costly for them", - წერს ნიკა რურუა სააკაშვილს.

შეგახსენებთ, ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. რურუა დღეს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.