საფრანგეთში აქციების დროს დაკავებულთა რიცხვმა 1700 - ს გადააჭარბა
საფრანგეთში აქციების დროს დაკავებულთა რიცხვმა 1700 - ს გადააჭარბა

A+ A-

12:25 09/12/2018

საფრანგეთში აქციების დროს დაკავებულთა რიცხვმა 1723-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შსს მინისტრი კრისტოფერ კასტანერი ავრცელებს. ამავე უწყების ინფორმციით, ყვითელი ჟილეტების აქციაზე 55 ადამიანი დაშავდა.
წესრიგის დასაცავად, ქვეყნის მასშტაბით, 89 ათასი პოლიციელია მობილიზებული, მათ შორის, 8 ათასი პარიზში.
ცნობისათვის, საფრანგეთში საწვავის ფასის მოსალოდნელი მატების გამო, აქციები 17 ნოემბრიდან დაიწყო. მასობრივი პროტესტი პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების ფონზე მიმდინარეობს. დამტვრეულია მანქანები, გაძარცვულია მაღაზიები და ბანკები.
აქციების გამო უკვე რამდენიმე დღეა, ვიზიტორებისთვის ეიფელის კოშკი და ლუვრის მუზეუმი დაკეტილია.