"ნილის" ერთ-ერთი მეწილე ბიძინა ივანიშვილის ძმა ადიკო ივანიშვილია“ - ლევან ხაბეიშვილი
"ნილის" ერთ-ერთი მეწილე ბიძინა ივანიშვილის ძმა ადიკო ივანიშვილია“ - ლევან ხაბეიშვილი

A+ A-

13:11 13/12/2018

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილის თქმით,  "ნილის“ ერთ-ერთი მეწილე ბიძინა ივანიშვილის ძმა ადიკო ივანიშვილია.

მისივე ინფორმაციით, შპს „ნილი“, მმართველი პარტიის ერთგული შემომწირველლია.

"ტენდერს იგებს ის კომპანია, რომელმაც წინა წელს თავისი მოვალეობა არ შეასრულა. ახლა, მერიას ტენდერი რომ არ ჩაშლოდა, აიძულეს, რომ "ნილს“  მიეღო მონაწილეობა. ჩვენ ვიცით, რომ წინა წლის ტენდერში, დაზღვევის მიზნით, ამ კომპანიას ანგარიშზე მილიონი ლარი ედო. მერიას ეს თანხა  რომ  არ წაერთმია, ამით აიძულეს,  მონაწილეობა მიეღო. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს კომპანია არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი. ასი ათასობით ლარს უხდის "ოცნებას“ . ამ კომპანიის ერთ-ერთი მეწილე  კი  ბიძინა ივანიშვილის ძმა ადიკო ივანიშვილია. ამ ქვეყანაში არაფერია დაფარული და დამალული. ამაზე ოპოზიცია ხმას აუცილებლად ამოიღებს, რომ საზოგადოებამ გაიგოს რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც პური 10 თეთრით გაძვირდა, მოიმატა პროდუქტის ფასმაც,  38 მილიონად 61 ათასი ბავშვი კვება შეუძლებელია.

"38 მილიონიან ტენდერში არავინ მიიღო მონაწილეობა. ლოგიკური კითხვა მაქვს, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ბიზნესს არ უნდოდეს 38 მილიონი ლარი? - ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია. თუმცა, გეტყვით რატომაც არ უნდათ. ამ ფასად 61 ათასი ბავშვის გამოკვება წლიდან წლამდე ფაქტობრივად, შეუძებელია. მაშინ, როდესაც პური გაძვირდა, როდესაც საწვავის ფასმა მოიმატა, მაშინ როდესაც კომუნალური გადასახადები იზრდება და ყველა ის პროდუქტი გაძვირდა, რომლითაც იკვებებიან ბაგა-ბაღებში.       

და ვინ მიიღი ამ ტენდერში მონაწილეობა? - ისევ იმ კომპანიამ, რომელიც გასულ წელს აჭმევდა ბავშვებს და ამ კომპანიას მთელი წლის განმავლობაში პრობლემები ჰქონდა. ბაღების უმრავლესობას "ნილის“ მიმართ ჯარიმა აქვს დაწერილი, იმიტომ რომ არაჯეროვნად ასრულებდნენ თავის მოვალეობას. ოპოზიცია მაქსიმალურად იბრძოლებს, რომ ისევ "ნილს“ არ ჩაუვარდეს ხელში საბავშვო ბაღები. 61 ათასი ბავშვი დგება დარტყმის ქვეშ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, საბავშვო ბაღებს ისევ შპს "ნილი" მოამარაგებს. მერიის მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში, რომლის საერთო ღირებულება 38 520 359 ლარი იყო, მხოლოდ "ნილმა“ მიიღო მონაწილეობა. თუმცა, როგორც მერიაში აცხადებენ, ჯერ გამარჯვებული კომპანია გამოვლენილი არაა. აღსანიშნავია, რომ შპს "ნილი" მერიის ტენდერში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა. იგი გასულ წელს რამდენჯერმე გაეხვა სკანდალში.