დავით ოქიტაშვილი ნინო ანანიაშვილის ოპერის თეატრის ხელმძღვანელობიდან გადაყენებას მოითხოვს
დავით ოქიტაშვილი ნინო ანანიაშვილის ოპერის თეატრის ხელმძღვანელობიდან გადაყენებას მოითხოვს

A+ A-

14:21 20/12/2018

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის აზრით, ოპერისა და ბალეტის თეატრს ნინო ანანიაშვილი არ უნდა ხელმძღვანელობდეს. მისი აზრით შეუძლებელია, ოჯახის ერთი წევრი გამოდიოდეს ქვეყნის დამხობის მოთხოვნით და მეორე ოპერას ხელმძღვანელობდეს.

"ნინო ანანიაშვილს, როგორც ბალერინას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როგორც ხელმძღვანელი არ ვარგა. ისეთ ცნობილ ხელოვანებს, როგორიცაა ირმა ნიორაძე, ნიკოლოზ ცისკარიძე და ბალეტის კიდევ ბევრი ნიჭიერი მსახიობი, არ აკარებენ ოპერას. ასევე შეუძლებელია, შენი ოჯახის წევრი გამოდიოდეს ქვეყნის დამხობის მოთხოვნით და შენ ამ ქვეყნის ოპერას ხელმძღვანელობდე. იქ მომუშავე ადამიანები ძალიან უკმაყოფილოები არიან, მაგრამ ეშინიათ ხმამაღლა თქმა, რომ არ დაკარგონ ადგილები. ოპერის მომღერლებს ერთი დარბაზი დაუტოვეს მაშინ, როცა ბალეტს ხუთი დარბაზი აქვს“, - აცხადებს დავით ოქიტაშვილი.

ცნობისათვის, 2004 წლიდან, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწვევით, ნინო ანანიაშვილი თბილისის ოპოერისა და ბალეტის თეატრს ხელმძღვანელობს.