ოთო ნემსაძე - "მხოლოდ ქართული“ - ბევრი გეშლებათ
ოთო ნემსაძე -  "მხოლოდ ქართული“ - ბევრი გეშლებათ

A+ A-

839

12:09 25/12/2018

მომღერალი ოთო ნემსაძე "მხოლოდ ქართულს“ მისი ალბომიდან  სიმღერის უნებართვოდ გამოყენებაში ადანაშაულებს.

პროექტის მონაწილე გიორგი კელაპტრიშვილმა ნემსაძის ალბომიდან  სიმღერა "ფიქრების ზღვა“ შეასრულა.

"არ ვაკეთებ კომენტარს შესრულების დონეზე. "მხოლოდ ქართული -  ბევრი გეშლებათ. მოკლედ, არ შეიძლება ამის გატარება და არც გავატარებ. იმ ვერსიებში, რომლებიც მხოლოდ ქართულში გაჟღერდა და სპეციალურად ჩემი სადებიუტო ალბომისთვის შეიქმნა, თანხაა გადახდილი. თანაც მგონი რომ სოლიდური, შეგახსენებთ, რომ ეს ალბომი ჯეოსტარზე მოვიგე ბევრი სხვა მატერიალური პრიზის მაგივრად. მაინტერესებს, ამ გადაცემას არ ჰყავს პროდიუსერი, რომ დარეკოს და გაარკვიოს ალბომის მფლობელი რა აზრზეა საერთოდ? რამდენჯერაც ვინმეს უთხოვია, არასდროს ვყოფილვარ უარზე,  რომ სადმე ეს სიმღერები შესრულებულიყო. უბრალოდ, თავხედობაა საერთოდ რომ არ გახსენებენ იქ, სადაც სისხლი და ხორცი ჩადე ოდესღაც. არ ვაკეთებ კომენტარს შესრულებების დონეზე, ჩემი პრეროგატივა ნამდვილად არაა, მაგრამ მხოლოდ ქართული - ბევრი გეშლებათ“, - წერს ნემსაძე.

ცნობისათვის, ოთო ნემსაძემ პროექტ "ჯეოსტარში“ 2010 წელს გაიმარჯვა. გამარჯვების შემდეგ ნემსაძემ საკუთარი ალბომი გამოუშვა.