რატომ არ ამღერებენ ახალი წლის ღამეს მთავარ საახალწლო კონცერტზე ლელა წურწუმიას?
რატომ არ ამღერებენ ახალი წლის ღამეს მთავარ საახალწლო კონცერტზე ლელა წურწუმიას?

A+ A-

2130

15:24 28/12/2018

თბილისის მერიამ 50 მომღერალი შეარჩია, რომლებიც ახალი წლის ღამეს ხალხის განწყობაზე იზრუნებენ და მთავარ საახალწლო კონცერტზე იმღერებენ. ამ სიაში არ მოხვდა ლელა წურწუმია. როგორც მომღერლის მეუღლე კახა მამულაშვილმა განაცხადა, ლელას არ მიწვევით მხოლოდ კონცერტის ორგანიზატორები ზარალდებიან.

"მეგობრებო, მე მგონი უნდა დამთავრდეს უკვე ამ ახალ წელს, ვინ მღერის და ვინ არა. ახალი წლის კონცერტზე რომელიმე პოპულარული მომღერლის გამოსვლა-არგამოსვლით, არაფერი არ იცვლება მის კარიერაში. თუ ადამიანი წარმატებულია და არ იწვევენ, იმიტომ რომ ვიღაცა ბლოკავს, ამით მხოლოდ ორგანიზატორები ზარალდებიან, დამიჯერეთ. წარმატებები ყველა მომღერალს და კონცერტების ორგანიზატორებს. ესაა ჩემი ბოლო კომენტარი“, - წერს სოციალურ ქსელში ლელა წურწუმიას მეუღლე და პროდიუსერი კახა მამულაშვილი. ლელა წურწუმიას მეუღლის კახა მამულაშვილის ბრალდებას არ იზიარებენ თბილისის მერიაში.

როგორც "2020NEWS“ მერიაში განუცხადეს, ლელა წურწუმიას კონცერტში მონაწილეობა შესთავაზეს, ისევე როგორც სხვა ყველა მომოღერალს. თუმცა, ზოგიერთ მათგანს საახალწლო განრიგი წინასწარ ჰქონდა გაწერილი.

"ჩვენ ყველა მომღერალს შევთავაზეთ საახალწლო გალა კონცერტში, რომ მიეღო მონაწილეობა. თუმცა, ზოგმა უარი თქვა იმ მიზეზით, რომ წინასწარ ჰქონდათ გაწერილი საახალწლო გეგმები. ამ მომღერლოებს შორის არის ლელა წურწუმიაც. ლელა არავის დაუბლოკია, პირიქით დიდი სიამოვნებით ვიხილავდით გალა კონცერტის სცენაზე. მაგრამ ახალი წლის ღამეს, "რუსთავი2“-ის ეთერში მუსიკალური გადაცემა "მხოლოდ ქართული“ გადის, სადაც ლელა წურწმუმია ჟიურის წევრია. დროში ვემთხვევით სამწუხაროდ. ჩვენც ჩვენი დრო გვაქვს გაწერილი, ამიტომ ვერ შედგა შეთანხმება“, - განუცხადეს სააგენტოს მერიაში.

შეგახსენებთ, თბილისის მერიის დაფინანსებულ გალა კონცერტზე იმღერებენ: NEW YORK VOICES; ნატო მეტონიძე; შვიდკაცა; Teen Club; გიორგი მახარაშვილი; ანრი ჯოხაძე; ნინი ბადურაშვილი; ქრისტინე იმედაძე; ვერნისაჟი; ოთო ნემსაძე; ლიზა ბაგრატიონი; გვანცა ზაქარეიშვილი; კახა კუხიანიძე; თიკა ჯამბურია; მარიკა თხელიძე; თამრიკო ჭოხონელიძე; მარიამ როინიშვილი; ეკა კახიანი; დუეტი ჯორჯია (მაკა ზამბახიძე, რატი დურგლიშვილი); მაია ჯაბუა; თემურ თათარაშვილი; მანანა თოდაძე; ბესო კალანდაძე; ნინი ქარსელაძე; დათუნა მგელაძე; მაია ბარათაშვილი; გიორგი სუხიტაშვილი, The Quintessence; ნეკა სებისკვერაძე; ლიზა ყენია; სოფო ხალვაში; ანი კეკუა; ცისანა სეფიაშვილი; ქუჩის ბიჭები; ეკა დოლიძე; ნინა სუბლატი; ზუკა ხუციშვილი; ქეთი ორჯონიკიძე; ანა დოიაშვილი; მაია კაჭკაჭიშვილი; ძვალი; ირმა სოხაძე; ეკა მამალაძე; აჩიკო ნიჟარაძე; სოფო გელოვანი; ნოდიკო ტატიშვილი; სალომე ბაკურაძე; თიკა მახალდიანი; ელენე ფოჩხუა; თამთა ჭელიძე; ნინო ძოწენიძე; ვერიკო ტურაშვილი; აჩიკო მეფარიძე; ნუცა შანშიაშვილი. ცნობისთვის, დღეს დილით მომღერალმა მაია დარსმელიძემ თავად განაცხადა საახალწლო გალა კონცერტში მონაწილეობაზე უარი. საახალწლო კონცერტზე ასევე არ იმღერებენ სტეფანე და სოფო ნიჟარაძე.