საფრანგეთში კვლავ არეულობაა - მაკრონის მთავრობამ მიტინგი ცრემლსადენი გაზით და სპეცტექნიკით დაშალა
საფრანგეთში კვლავ არეულობაა - მაკრონის მთავრობამ მიტინგი ცრემლსადენი გაზით და სპეცტექნიკით დაშალა

A+ A-

14:04 30/12/2018

საფრანგეთში ემანუელ მაკრონის ანტიკრიზისული გეგმით და ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილო ხალხმა რამდენიმე ქალაქში მშვიდობიანი მსვლელობები მოაწყო, თუმცა ნანტში და ბორდოში "ყვითელი ჟილეტების" მორიგი აქცია ისევ არეულობით დასრულდა.

სამართალდამცავებმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და სხვა სპეცსაშუალებები გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

არეულობის ათობით მონაწილე კი დაკავებულია. პარიზში აქცია მშვიდობიანი იყო, თუმცა დაუდგენელმა პირებმა ქუჩაზე გაჩერებული მანქანები დაწვეს. პოლიციის ცნობით, ინციდენტი გავლენიანი გაზეთის, ლე პარიზენის რედაქციასთან მოხდა.

გამოძიება დამნაშავეების ვინაობის დადგენას ცდილობს.