ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნის მეოთხედფინალში ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება
ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნის მეოთხედფინალში ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება

A+ A-

71

10:47 03/01/2019

ქართველმა ჩოგანმა  ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მეოთხედფინალამდე მიაღწია. ბასილაშვილი მერვედფინალში 21 წლის რუსს, მსოფლიოს 68-ე ჩოგანი ანდრეი რუბლიოვი  დაამარცხა  – 6:3, 6:4. შეხვედრა საათი და ორი წუთი გაგრძელდა.

მეოთხედფინალში ნიკას მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ელოდება, რომელმაც მერვედფინალში რთულ ბრძოლაში უნგრელ მარტონფუჩოვიჩს მოუგო – 4:6 6:4 6:1. ნიკა და ნოვაკი როფესიულტურში მეორედ შეხვდებიან. შარშან, ისინი რომის „მასტერსზე“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ სერბმა ორ სეტში მოიგო – 6:4, 6:2. ცნობისთვის ქართველი ჩოგანი მსოფლიოს რეიტინგში 21-ე ადგილზეა.