ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი ჩინეთში 4-5 იანვარს სოლო კონცერტს გამართავს
ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი ჩინეთში 4-5 იანვარს სოლო კონცერტს გამართავს

A+ A-

207

15:23 03/01/2019

18 წლის ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი ჩინეთში სოლო კონცერტს გამართავს.

როგორც სანდრო გეგეჭკორმა "2020NEWS"-ს განუცხადა, ეს მისი პირველი კონცერტია ჩინეთში.

"4-5იანვარს შანჰაიში და იანგჯუში ჩემი სოლო კონცერტები გაიმართება. პროგრამაშია ბეთჰოვენის, შუბერტის, შოპენისა და რახმანინოვის ნაწარმოებები. ჩინური პუბლიკის წინაშე პირველად წარსვდგები და იმედი მაქვს, მათ ჩემი შესრულება მოეწონებათ. ჩინეთთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებიც მაქვს, თუმცა ამ დროისთვის კონკრეტულ საკითხებზე   საუბრისგან თავს შევიკავებ", - უთხრა "2020NEWS"-ს სანდრო გეგეჭკორმა.

შეგახსენებთ, 18 წლის პიანისტი უკვე აღიარებული შემსრულებელია. სპეციალისტები მას დიდი მომავალს უწინასწარმეტყველებენ.