ჯანო ანანიძემ კარიერა შესაძლოა, "ვიტესში“ გააგრძელოს
ჯანო ანანიძემ კარიერა შესაძლოა, "ვიტესში“ გააგრძელოს

A+ A-

17:40 03/01/2019

ჯანო ანანიძე, შესაძლოა, ჰოლანდიაში გადავიდეს და კარიერა არნემის „ვიტესში“ გააგრძელოს – ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

"ჯანო ანანიძე შესაძლოა, ჰოლანდიის ერედივიზიონში მოასპარეზე არმენის „ვიტესში“ გადავიდეს. ანანიძეს ევროპულ კლუბში თამაში სურს და შესაძლოა, ამის გამო ხელფასის შემცირებასაც დათანხმდე“, – წერს რუსული გამომცემლობა "სპორტს.რუ“.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 26 წლის ფეხბურთელმა „კრილიაში“ თამაშზე უარი განაცხადა. მოსკოვის „სპარტაკმა“ კი სადაც ჯანო ანანიძე ირიცხება, ზამთრის შეკრებაზე არ წაიყვანა.