ნიკოლოზ ბასილაშვილი ნოვაკ ჯოკოვიჩთან თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი  ნოვაკ ჯოკოვიჩთან თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა

A+ A-

11:38 04/01/2019

ყატარის დედაქალაქ დოჰაში ATP250-ის ტურნირის მეოთხედფინალი გაიმართა, სადაც მსოფლიოს 21-ე ჩოგანი, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი თანაბარ ბრძოლაში მსოფლიოს პირველ ჩოგან, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან სამ სეტში დამარცხდა – 6:4, 3:6, 6:4. მატჩი ზუსტად ორი საათი გაგრძელდა.

ქართველი და სერბი მეორედ ხვდებოდნენ ერთმანეთს პროფესიულ ტურში. პირველი მატჩი შარშან, მადრიდის „მასტერსზე“ გაიმართა და ჯოკოვიჩმა ორ სეტში მოიგო – 6:4, 6:2.