თამთა გოდუაძე "ევროვიზიაზე" კვიპროსის სახელით გამოვა
თამთა გოდუაძე "ევროვიზიაზე" კვიპროსის სახელით გამოვა

A+ A-

383

16:50 04/01/2019

"ევროვიზიის“ 64-ე სიმღერის კონკურსზე, რომელიც 2019 წლის მაისში ისრაელში, თელავივში ჩატარდება, კვიპროსის სახელით თამთა გოდუაძე გამოვა.  თამთა სიმღერას "Replay“ შეასრულებს, რომელიც კომპოზიტორ Alex P-ს ეკუთვნის, სასცენო დადგმაზე კი იმუშავებს რეჟისორი და ქორეოგრაფი საშა ჟან-ბაპტისტი. თამთა გოდუაძე 22 წლის იყო, როცა საბერძნეთში გაემგზავრა - ამის მიზეზად კი მატერიალურ მდგომარეობას ასახელებენ. თამთა მაშინ მარტოხელა დედა იყო.

რამდენიმე წლის წინ მას სურვილი ჰქონდა "ევროვიზიაში“ საბერძნეთის სახელით მიეღო მონაწილეობა. "ევროვიზიის“ შიდა შესარჩევ კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა უშედეგოდ. ამჯერად კი, თამთა კვიპროსის სახელით წარდგება ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსში.


შეგახსენებთ, საქართველოდან "ევროვიზიის“ კონკურსზე „საქართველოს ვარსკვლავში“ გამარჯვებული გაემგზავრება. "საქართველოს ვარსკვლავი“ პირველ არხზე ხვალ, ხუთ იანვარს დაიწყება.