პრეპარატ "ტამიფლუს" უფასოდ მიმღებთა წრე გაფართოვდა
პრეპარატ "ტამიფლუს" უფასოდ მიმღებთა წრე გაფართოვდა

A+ A-

18:38 05/01/2019

გავრცელებული გრიპის ვირუსის გამო, ანტივირუსული პრეპარატი "ტამიფლუ", სოციალურად დაუცველებისა და ორსულების გარდა, უფასოდ გაიცემა ბავშვებზეც, პენსიონერებზე, ონკოლოგიურ და სხვა  ტიპის დაავადებულ ადამიანებზეც. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

"თუკი ჯანდაცვის სამინისტრო "ტამიფლუს" უფასოდ გასცემდა მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ორსულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის, ახლა ამით ისარგებლებენ არა მხოლოდ ორსულები და სოციალურად დაუცველები, არამედ ბავშვები, ასაკით პენსიონერები, ისინი, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის რამე დაავადება, დიაბეტი, ონკოლოგიური თუ სასუნთქი სისტემის დაავადებები. ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებებს მთელი საქართველოს მასშტაბით", - აცხადებს სერგეენკო.

შეგახსენებთ, გრიპის ვირუსის გამო, მედიკამენტი "ტამიფლუ" ამ დრომდე მხოლოდ სოციალურად დაუცველ და ორსულ მოქალაქეებზე გაიცემოდა.