პარიზში "ყვითელჟილეტიანებმა" მთავრობის ადმინისტრაციაში შეჭრა სცადეს
პარიზში "ყვითელჟილეტიანებმა" მთავრობის ადმინისტრაციაში შეჭრა სცადეს

A+ A-

11:57 06/01/2019

საფრანგეთში "ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქცია განახლდა. გვიან ღამით სამართალდამცველებსა და პროტესტანებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, არიან დაკავებულებიც. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.  

აქციის მონაწილეთა ნაწილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეჭრა სცადა. აქტივისტებმა შენობაში შესაღწევად სამშენებლო ტექნიკა გამოიყენეს. ამის გამო შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია გახდა საჭირო. აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად ავტომობილები და ნავები დაწვეს.

შეგახსენებთ, საფრანგეთში "ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციები ნოემბერში დაიწყო. თავდაპირველად აქტივისტები საწვავის ფასების გაზრდას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით კი მათი პრეზიდენტ მაკრონის გადადგომა მოითხოვეს.