14-15 იანვარს ბრიტანეთის პარლამენტში "ბრექსითის "პირობებზე იმსჯელებენ
14-15 იანვარს ბრიტანეთის პარლამენტში "ბრექსითის "პირობებზე იმსჯელებენ

A+ A-

69

18:00 06/01/2019

14-15 იანვარს ბრიტანეთის პარლამენტში "ბრექსითის "პირობებზე იმსჯელებენ. აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ "BBC "-სთან განაცხადა.

მეის თქმით, ის მხარს არ უჭერს ბრექსითის პროცესთან დაკავშირებით ახალი რეფერენდუმის ჩატარებას, რადგან ეს საზოგადოების დაყოფას შეუწყობს ხელს.

"მიმაჩნია, რომ მეორე რეფერენდუმი არ უნდა ჩატარდეს. ჩვენ პარლამენტში ვხედავთ ხალხს, რომელსაც ამ რეფერენდუმის ჩატარება სურთ, რადგან უნდათ ბრექსიტის შეჩერება. ამასთან ერთად, ოპოზიციაში არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ ხელმეორედ რეფერენდუმის ჩატარება იქნება უპატივცემულობა იმ მოქალაქეთა მიმართ, ვინც ხმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას მისცა. ეს დაყოფს ჩვენს ქვეყანას ორ ნაწილად " – განაცხადა  მეიმ.

შეგახსენებთ,  ბრიტანეთის საკანონმდელო ორგანოში  ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდა.  როგორც საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე  წარმომადგენელი აცხადებს "ბრექსითთან " დაკავშირებით რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.