ნიკოლოზ ბასილაშილი მსოფლიოს მეოცე ჩოგანია
ნიკოლოზ ბასილაშილი მსოფლიოს მეოცე ჩოგანია

A+ A-

81

11:51 07/01/2019

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მეოცე ჩოგანი  ოფიციალურად გახდა. ქართველი ჩოგბურთელი კარიერაში პირველად შევიდა ATP-ის კლასიფიკაციის TOP 20-ში.

ბასილაშვილმა გასულ კვირას დოჰას ტურნირზე მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც  სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა. ახლა, ნიკას რეიტინგში 1820 ქულა აქვს.

რაც შეეხება ATP-ის კლასიფიკაციის პირველ ათეულს, იქ არც ერთი გადანაცვლება არ მომხდარა

ATP. TOP10

1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) – 9 135
2(2). რაფაელ ნადალი (ესპ) – 7 480
3(3). როჯერ ფედერერი (შვეიც) – 6 420
4(4). ალესანდრ ზვერევი (გერ) – 6 385
5(5). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) – 5 300
6(6). კევინ ანდერსონი (ს. აფრ) – 4 810
7(7). მარინ ჩილიჩი (ხორ) – 4 160
8(8). დომინიკ ტიმი (ავსტრია) -4 095
9(9). კეი ნიშიკორი (იაპ) – 3 750
10(10). ჯონ ისნერი (აშშ) – 3 155