"ღორის გრიპის" ვირუსი ერთი შეკრული ჯგუფის მიერ ორგანიზებული ხელოვნური ეპიდემიაა - 12 წლის პაციენტის დედა
"ღორის გრიპის" ვირუსი ერთი შეკრული ჯგუფის მიერ ორგანიზებული ხელოვნური ეპიდემიაა - 12 წლის პაციენტის დედა

A+ A-

16:53 07/01/2019

ჟურნალისტი ნინო გვაზავა, რომლის 12 წლის შვილი ამ ვირუსით არის დაავადებული, აცხადებს, რომ საქართველოში გავრცელებული ვირუსი ერთი შეკრული ჯგუფის მიერ ორგანიზებული ხელოვნური ეპიდემიაა და ის მოითხოვს, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა შესაბამისი გამოძიება აწარმოონ.

ნინო გვაზავას 12 წლის შვილი დათუნა ხიზანიშვილი, სწორედ ამ ვირუსის გამო არის ჰოსპიტალიზებული და სასიცოცხლოდ მძიმე მდგომარეობა აქვს. პედიატრიული პრივატ კლინიკის ექიმების განცხადებით, ბავშვის ორგანიზმის სიძლიერეზეა დამოკიდებული, თუ როგორ დაემორჩილება მკურნალობას.

"მაინტერესებს, საიდან აქვს დაავადებათა კონტროლს სტატისტიკური მონაცემები - როდის დაიწყება ვირუსული ეპიდემია, თუ ეს არ არის ერთი შეკრული ჯგუფის მიერ ორგანიზებული ხელოვნური ეპიდემია. მნიშვნელოვანია და სამწუხაროა, როცა ეს ხდება ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ხარჯზე. მით უფრო მომავალი თაობის. მე როგორც მსხვერპლს, დიახაც მაქვს უფლება მქონდეს ჩემი რეაქცია. მოვითხოვ, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა შესაბამისი გამოძიება დაიწყონ. ჩემს შვილს დეკებრის შუა რიცხვებში შეხვდა ვირუსი, რომელმაც პნევმონია გამოიწვია, რასაც შემდეგ ლეოკოპენია დაერთო. როგორც ექიმები ამბობენ, ბავშვის ორგანიზმის სიძლიერეზეა დამოკიდებული როგორ დაემორჩილება მკურნალობას. რაც შეეხება მედპერსონალს, მათ 24-საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა და სრულაიდ მობილიზებულები არიან. იმაზე მეტს აკეთებენ, ვიდრე ეს შეიძლება. დასვენების დღეებშიც კი მუშაობდნენ, მადლობა მათ", - განაცხადა ნინო გვაზავამ.

შეგახსენებთ, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დრომდე ე.წ. "ღორის გრიპის" 158 შემთხვევა დაფიქსირდა. მისივე თქმით, თბილისში, ჯანდაცვის 5 დაწესებულება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. "ჩვენი კვლევებით, დაახლოებით 162 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში, საიდანაც 158 არის H1N1. დანარჩენი 4 შემთხვევა არის H3N2. ასევე გამოჩნდა B ტიპის ვირუსი, რომელიც შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს.

გასული კვირის მონაცემებით, ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე გვაქვს - 256. ერთი კვირით ადრინდელ მონაცემთან შედარებით შემცირებულია 21-ით. კვლავ რჩება მაღალი მაჩვენებელი მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო ჰოსპიტალიზაციის. ამის მაჩვენებელიც შემცირებულია 41%-დან 33%-მდე, თუმცა ეს მაჩვენებელიც მაღალია. თბილისში, ჯანდაცვის 5 დაწესებულება გადავიდა საგანგებო მუშაობის რეჟიმზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.