"ღორის გრიპით" კიდევ ერთი - 41 წლის ქალბატონი გარდაიცვალა
"ღორის გრიპით" კიდევ ერთი - 41 წლის ქალბატონი გარდაიცვალა

A+ A-

18:22 07/01/2019

თბილისში, წმინდა ლაზარეს კლინიკაში ე.წ. "ღორის გრიპით" 41 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. როგორც ექიმები აცხადებენ, ქალბატონი ჰოსპიტალში ორი კვირის წინ მოთავსდა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე იყო და მკურნალობას არ დაექვემდებარა.

შეგახსენებთ, H1N1 ვირუსით ე.წ. ღორის გრიპის მთელი ქვეყნის მაშტაბით 11 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე კი 158 ადამიანი სამედიცინო დაწესებულებებში გადის მკურნალობას.