ბავშვთა საავადმყოფოში დასაწოლი ადგილები აღარ არის, მშობლებს ბავშვები ხელში უჭირავთ და რიგს ელოდებიან...
ბავშვთა საავადმყოფოში დასაწოლი ადგილები აღარ არის, მშობლებს ბავშვები ხელში უჭირავთ და რიგს ელოდებიან...

A+ A-

19:48 07/01/2019

 თბილისში, თემქაზე მდებარე ბავშვთა მე-3 საავადმყოფოს პედიატრიულ განყოფილებაში ადგილები აღარ არის, ვინაირად ვირუსის მატარებელთა რაოდენობა ძალიან გაიზარდა. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს და აღნიშნავს, რომ საავადმყოფოში ადგილების არქონის გამო, ბავშვები მშობლებს ხელში უჭირავთ.

"ბავშვთა მე-3 საავადმყოფოში ბავშვების დასაწოლი ადგილები არაა, მშობლებს ბავშვების ხელში უჭირავთ. იმდენი ბავშვია საავადმყოფოში :(((( უფალო, ყველა პატარა კარგად ამყოფე“, - წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი.

აღნიშნული ინფორმაცია "2020NEWS”-მა ბავშვთა მესამე საავადმყოფოში გადაამოწმა. სააგენტოს აღნიშნული ინფორმაცია საავადმყოფოში დაუდასტურეს. როგორც "2020NEWS”-ს ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს, გადაუდებელ განყოფილებაში ვირუსის მატარებელი 14 პაციენტია.

"ადგილები აღარ არის პედიატრიულ განყოფილებაში, მაგრამ არის დაყოვნების განყოფილება, სადაც ბავშვები მშობლებთან ერთად არიან და რიგის მიხედვით შედიან ექიმთან. პაციენტებს უწევთ ლოდინი, რადგან დღის განმავლობაში ძალიან ბევრი პაციენტი შემოდის და დროულ მომსახურებას ვერ იღებენ. ამჟამად გადაუდებელ განყოფილებაში 14 პაციენტია მოთავსებული“, - განაცხადეს სავადმყოფოში.

შეგახსენებთ, H1N1 ვირუსით ე.წ. "ღორის გრიპის" მთელი ქვეყნის მაშტაბით 11 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე კი 158 ადამიანი სამედიცინო დაწესებულებებში გადის მკურნალობას.