საფრანგეთის მთავრობა არასანქცირებული საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს
საფრანგეთის მთავრობა არასანქცირებული საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს

A+ A-

80

11:04 08/01/2019

საფრანგეთის ხელისუფლება არასანქცირებული საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას გეგმავს. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა ახალ კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი კანონმდებლობის მიხედვით საპროტესტო აქციებში მონაწილეობა აეკრძალებათ იმ პირებს, რომლებიც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში იქნებიან შემჩნეული.

პრემიერმა განმარტა, რომ  პროტესტის მორიგი ტალღის დროს უსაფრთხოებას 80 ათასი სამართალდამცველი უზრუნველყოფს. აიკრძალება ასევე დემონსტრაციების დროს ნიღბების ტარებაც.

ედუარდ ფილიპის თქმით, აქციებისთვის, რომლებიც ძირითადად შაბათ-კვირას ტარდება, პარიზში 80 ათასამდე სამართალდამცველი იქნება მობილიზებული.

ყვითელჟილეტიანთა მოძრაობის მიერ ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლები საფრანგეთში უკვე შვიდი კვირაა, იმართება. დემონსტრაციები 17 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ საწვავის ფასის ზრდის შესახებ განაცხადა. მას შემდეგ საპროტესტო აქციები ყოველკვირეულად იმართება.

საპროტესტო ტალღას  6 ადამიანი ემსხვერპლა, 1500-მდე კი დაშავდა.