როგორ იგებს მილიონობით ლარის ტენდერს პირი, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა აღიარა
როგორ იგებს მილიონობით ლარის ტენდერს პირი, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა აღიარა

A+ A-

113

02:49 13/10/2018

როგორ იგებს მილიონობით ლარის ტენდერს პირი, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა აღიარა – ამ სათაურით ჟურნალისტურ გამოძიებას, სტუდია “მონიტორი” აქვეყნებს. “მონიტორის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში ნათქვამია, რომ ბიზნესმენი პეტრე დევრიშაძე 8 წლის წინ, ოპერაცია “ენვერის” ფარგლებში “გრუსთან” თანამშრომლობას აღიარებდა, დღეს კი შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს მილიონობით ლარის ტენდერებს იგებს.

დევრიშაძე 2010 წელს გრუსთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ოპერაცია “ენვერის” დროს დაკავებული 13 პირიდან ერთადერთია, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობა აღიარა და საჯაროდ დღემდე არ უარუყვია. პეტრე დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება დაკავებიდან მალევე, 2011 წელს გაუფორმეს.

ბოლო სამ წელიწადში კი დევრიშაძის და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ 4 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. კომპანიები სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/8EEzbLKpqF0" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>