პსპ-მ "ტამიფლუ“ სახელმწიფოსგან შეიძინა და 83 ლარად ყიდის
პსპ-მ "ტამიფლუ“ სახელმწიფოსგან შეიძინა და 83 ლარად ყიდის

A+ A-

18:21 08/01/2019

სააფთიაქო ქსელ პსპ-ში ე.წ. "ღორის გრიპის“ საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური  პრეპარატი "ტამიფლუ“ 83 ლარად იყიდება.

როგორც სააგენტოს, პსპ-ში განუცხადეს მისი ფასი ფასდაკლების დღეებში (სამშაბათი, პარასკევი) 72 ლარია.

"ტამიფლუ“ ყოველთვის ძვირად იყიდებოდა, რადგან იშვიათი მოხმარების პრეპარატია. მისი პროფილაქტიკის მიზნით მიღება არ შეიძლება და მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაიცემა. რაც შეეხება მის ფასს, პსპ-ში "ტამიფლუ“ 83 ლარი ღირს, ხოლო ფასდაკლების დღეებში 72 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ. ის, რომ ევროპაში 5 ევროდ იყიდება, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მაგალითად, გერმანიაში მისი ღირებულება 33 ევროს შეადგენს.

ჩვენ "ტამიფლუ“ სახელმწიფოსგან შევიძინეთ და ამის შემდეგ გადავანაწილეთ ჩვენს სააფთიაქო ქსელებში“, - განუცხადეს "2020NEWS“-ს პსპ-ში.

კითხვაზე რა რაოდენობის "ტამიფლუ“ შეიძინეს სახელმწიფოსგან და რა ფასში, პსპ-ში გვიპასუხეს: "ზუსტად რა რაოდენობის არის არ ვიცით, რადგან სახელმწიფომ "ტამიფლუ“ 4 სააფთიაქო ქსელში გადაანაწილა. დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის თანხაზეც, ჯანდაცვის სამინისტროში მოიკითხეთ", -   გვითხრეს პსპ-ში.

როგორც ცნობილია, ე.წ. "ღორის გრიპთან" ბრძოლის ყველაზე ეფექტური პრეპარატი "ტამიფლუა".