"ტამიფლუ“ პსპ-ში 83 ლარი, "ფარმადეპოსა“ და "ჯიპისი-ში“ - 93, "ავერსში" კი - 99 ლარი ღირს
"ტამიფლუ“ პსპ-ში  83 ლარი, "ფარმადეპოსა“ და "ჯიპისი-ში“ - 93,   "ავერსში"  კი - 99 ლარი  ღირს

A+ A-

15064

18:26 08/01/2019

"ტამიფლუ“, რომელიც გრიპით დაავადებული პაციენტებისთვის ყველაზე საჭირო და ეფექტური ანტივირუსული პრეპარატია, ქვეყნის მსხვილ სააფთიაქო ქსელებში -  83-დან 100 ლარამდე ღირს.

"პსპ"-ში 10 კაფსულა "ტამიფლუ“ 83 ლარი ღირს, "ავერსში“ მისი შეძენა 99 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო ფარმადეპოში“ და „ჯი-პი- სში“ - 93 ლარი.

როგორც "2020NEWS”-ს პსპ-ში განუცხადეს, "ტამიფლუ“ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ძვირად არ იყიდება და მაგალითად გერმანია მოჰყავთ.

"პსპ-ში "ტამიფლუ“ 83 ლარი ღირს, ხოლო ფასდაკლების დღეებში 72 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ. მაგალითად, გერმანიაში მისი ღირებულება 33 ევროა“, - განუცხადეს სააგენტოს პსპ-ში.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ტამიფლუ“ ევროპაში 5 ევროდ იყიდება, ხოლო საქართველოში მისი ფასი 10-ჯერ მეტია.