რატომ გადასცა სახელმწიფომ ძვირადღირებული "ტამიფლუ" აფთიაქებს გასაყიდად?!
რატომ გადასცა სახელმწიფომ ძვირადღირებული "ტამიფლუ" აფთიაქებს გასაყიდად?!

A+ A-

3594

19:49 08/01/2019

"ღორის გრიპის" სამკურნალო ყველაზე ეფექტური პრეპარატი "ტამიფლუ", რომლის ღირებულებაც ძალიან მაღალია, აფთიაქებს გასაყიდად სახელმწიფომ გადასცა.

ამის შესახებ "2020NEWS“-ს ფარმაცევტულ კომპანია "პსპ"-ში განუცხადეს.

აღნიშნული ინფორმაცია "2020NEWS“-მა ჯანდაცვის სამინისტროში გადაამოწმა, სადაც დაადასტურეს, რომ "ტამიფლუ", რომლის ღირებულებაც 83-დან 100 ლარამდეა, ფარმაცევტულ კომპანიებს სწორედ სახელმწიფომ გადასცა.

ფარმაცევტული კომპანიების მტკიცებით, მათ "ტამიფლუ" სახელმწიფოსგან შეისყიდეს, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მათ აღნიშნული პრეპარატი ფარმაცევტულ კომპანიებს იმ პირობთ გადასცეს, რომ მარაგების შევსების შემდეგ, გაცემულ პრეპარატს უკან დაუბრუნებენ.

 "ავერსს“, "ფარმადეპოს“, "ჯიპისის“ და პსპ“-ს ჩვენ ნამდვილად გადავეცით "ტამიფლუ", სულ 800 კოლოფი, ოღონდ იმ პირობით, რომ მარაგების შევსების შემდეგ უკან დაგვიბრუნებენ. აღნიშნულ კომპანიებს ჩვენ ეს პრეპარატი უსასყიდლოდ გადავეცით", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

სხვა ინფორმაცია მიაწოდეს "2020NEWS“-ს ფარმაცევტულმა კომპანიებმა, რომ სახელმწიფოს ამ პრეპარატში ჩვეულებრივ, თანხა გადაუხადეს, თუმცა კონკრეტულ ციფრს არ ასახელებენ. გამოდის, რომ ამ საშინელი ვირუსის გავრცელების ფონზე, როცა პანდემიის საშიშროება სრულიად რეალურია, მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე სახელმწიფოც ხეირობს და სააფთიაქო ბიზნესიც.

შეგახსენებთ, "პსპ"-ში 10 კაფსულა "ტამიფლუ“ 83 ლარი ღირს, "ავერსში“ მისი შეძენა 99 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო ფარმადეპოში“ და „ჯიპისი-ში“ მისი ღირებულება 93 ლარია.