რატომ არ მიდის ცოტნე გამსახურდია პოლიტიკაში?
რატომ არ მიდის ცოტნე გამსახურდია პოლიტიკაში?

A+ A-

15:16 09/01/2019

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია  განმარტავს, თუ რატომ არ უნდა აქტიურ პოლიტიკაში ყოფნა.

გამსახურდიას თქმით, ის ისეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც ძალაუფლება არ უყვარს.

"მეგობარი ქირურგი მეკითხება, ამდენი წელია, ასეთ ამბებში ხარ, რატომ არ გინდა, აქტიურ პოლიტიკაში  ყოფნაო. იმიტომ,  რომ ძალაუფლება არ მიყვარს-მეთქი, ვუპასუხე.  გასაგებია, მაგრამ ქვეყნისთვის რომ კარგი გააკეთოო... გავჩუმდი, დავფიქრდი და ვეუბნები: როგორც არ უნდა მინდოდეს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, თუნდაც საამისო ცოდნა მქონდეს, თუ ემოციურად არ ვარ მზად ადამიანს ოპერაცია გავუკეთო, ხომ ვერ შევძლებ-მეთქი? შეძლებს ადამიანი, რომელსაც სისხლის და ჭრილობის ყურება არ შეუძლია, ოპერაციის გაკეთებას, რაგინდ ძლიერ უნდოდეს პაციენტის გადარჩენა? ამიტომ ვეუბნები,  მეგობარ ქირურგებს, ჟივაძიორები ხართ-მეთქი. ასევე ადამიანი, რომელსაც ძალაუფლება არ უყვარს და არ უნდა, რაღაც დოზით მაინც, ვერ შეძლებს პოლიტიკაში ყოფნას...

არ მიყვარს ძალაუფლება, უფროსობა, სხვაზე დამოკიდებულება, კაბინეტები და ინტრიგები. ერთი წუთი სოფელი მაქვს და ამიტომ“, - წერს გამსახურდია.