თბილისში, ვეძისის დასახლებაში წუხელ 15 ავტომობილი გაძარცვეს
თბილისში, ვეძისის დასახლებაში წუხელ 15  ავტომობილი  გაძარცვეს

A+ A-

15:56 09/01/2019

თბილისში, ვეძისის დასახლებაში,  წუხელ 15  ავტომობილი  გაძარცვეს და დააზიანეს.

როგორც ცნობილი ხდება, მანქანების ნაწილს საქარე მინები აქვს ჩამსხვრეული, ნაწილი კი - სრულად გაძარცულია.

როგორც "2020NEWS"-მა გაარკვია, აღნიშნულ ფაქტზე ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს არავინ დაუკავებია.

ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ბოლო თვეების მანძილზე რამდენიმე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა. 

გახარიას უწყებაში "2020NEWS"-ს განუცხადეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 178-ე მუხლებით, რაც ქურდობას და სხვისი ნივთის განძრახ დაზიანებას გულისხმობს.