"მე კი ვარ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში 36 ათასმა ამომრჩეველმა ხმა ვის მისცა?
"მე კი ვარ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში 36 ათასმა ამომრჩეველმა ხმა ვის მისცა?

A+ A-

16:00 09/01/2019

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, უკვე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა, დაბნეულია და წარმოდგენა არ აქვს, 36 ათასმა ადამიანმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ვის მისცა.

"სახელის შეცვლაზე რომ შევიტანე განცხადება ხომ გახსოვთ? - მითხრეს რომ გასაუბრებაზე დამიბარებდნენ და ისე გადაწყვეტდნენ სახელში "გირჩი"-ს ჩამატების საკითხს. გასაუბრებაზე თუ არ მივიდოდი, განცხადებას გააუქმებდნენ. არავინ შემომხმიანებია. 8 ოქტომბერს მომივიდა მესიჯი, რომ დასრულდა პროცედურა. რადგან გასაუბრება არ გამივლია, ჩავთვალე რომ განცხადება გააუქმეს. დღეს დამჭირდა კატოსთვის რაღაც საბუთის გაკეთება და იუსტიციის სახლში მომთხოვეს ჩემი პირადობა. მივაწოდე - გაუქმებულიაო. სახელი გაქვთ შეცვლილიო და გამიხვრიტეს. როგორც გავარკვიე, 8 ოქტომბრის შემდეგ "ზურაბ გირჩი ჯაფარიძე"ვარ. ეს ოკ, მაგრამ 28 ოქტომბრის საარჩევნო ბიულეტენში ჩემს ნაცვლად ვინ ეწერა? ვის მისცა ხმა 36,000-მა ადამიანმა? იქნებ დაიბნა ხალხი, "ზურაბ გირჩი"-ს ეძებდა ბიულეტენში და რომ ვერ იპოვა, სხვას მისცა ხმა? - ეს თუ არაა გაყალბება, აბა რაა?" - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.