"თეთრი ხმაურის" აქციებს მამუკა ხაზარაძე აფინანსებდა, მის უკან კვირიკაშვილი და კალაძე იდგნენ
"თეთრი ხმაურის" აქციებს მამუკა ხაზარაძე აფინანსებდა, მის უკან კვირიკაშვილი და კალაძე იდგნენ

A+ A-

17:21 09/01/2019

"თიბისი ბანკის“ საქმეს "ქრონიკა + “ ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში  ეხმაურება და წერს.

"სსკ 194 მუხლის მე 3 ნაწილი, სასჯელი 9-12 წლამდეა და ხანდაზმულობის ვადაც 25 წელი. იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით. "თიბისი ბანკის"  საქმე მარტივი სულაც არაა! მოკვლევა დაწყებულა მაისში - ანუ, როცა 13-14 მაისის აქციების დამფინანსებლად მამუკა ხაზარაძე დასახელდა.

აქციის უკან მოიაზრებოდა გიორგი კვირიკაშვილი და კახი კალაძე.

"ბასიანის" სპეცოპერაციის მერე "თეთრი ხმაური" შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა“, - წერს კილაძე.

შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შემოსავლების უკანონო ლეგალიზაციის და ფულის გათეთრების მუხლით დაიწყო.