ივანიშვილი ხაზარაძეს კლავს
ივანიშვილი  ხაზარაძეს კლავს

A+ A-

2453

17:22 09/01/2019

ბანკის გაქურდვის და ფულის გათეთრების დაბრალებას, მკვლელობის დაბრალება ჯობია. ასე აფასებს "რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "თიბისი ბანკის“ გარშემო დაწყებულ სკანდალურ და ხმაურიანი საქმის დაწყებას.

"რასაც ახლა ივანიშვილი შვრება, ხაზარაძის და სხვა ფიგურანტების პროფესიული მკვლელობა ჰქვია. რა ინფორმაციასაც შეგნებულად გააჟონინა სუსის სააგენტოების მეშვეობით და პროკურატურის პრაქტიკულად დამადასტურებელი განცხადებებით, სავსებით საკმარისია საიმისოდ, რომ უმძიმესად დაზიანდეს ამ საქმის ყველა ფიგურანტი. ბანკირისთვის საკუთარი ბანკის გაქურდვის და ფულის გათეთრების დაბრალებას, მკვლელობის დაბრალება ჯობია. პირდაპირ ანადგურებს ამ ხალხს რეპუტაციულად და პროფესიულად. რატომ, მოგვიანებით დავწერ“, - წერს გვარამია.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში "დიდი ოდენობით თანხის გათეთრების" ფაქტზე გამოძიება დაიწყო. თადუმაძის უწყება "თიბისი ბანკში" შევიდა.