"საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელად არჩილ გაჩეჩილაძე დაინიშნა
"საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელად არჩილ გაჩეჩილაძე დაინიშნა

A+ A-

12:07 10/01/2019

"საქართველოს ბანკს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.  2019 წლის 28 იანვრიდან საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ბანკს არჩილ გაჩეჩილაძე უხელმძღვანელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გაჩეჩილაძე ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კახა კიკნაველიძეს შეცვლის და მოვალეობის შესრულებას 2019 წლის 28 იანვარს შეუდგება.

არჩილ გაჩეჩილაძე წლების განმავლობაში იყო გალტ&თაგარტის ხელმძღვანელი იყო. შემდეგ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეჭირა.

2015-2016 წლებში იყო BGEO ჯგუფის ფინანსური დირექტორი. 2009-2015 წლებში კი საქართველოს ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე საინვესტიციო მენეჯმენტისა და კორპორატიული საბანკო მომსახურების მიმართულებით.

2008-2009 წლებში არჩილ გაჩეჩილაძე იყო "თიბისი ბანკის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეც.

ცნობისათვის, კახა კიკნაველიძეს "საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე  2016 წელს დაინიშნა.