თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი ღამეს ერთ სახლში არ ათევენ
თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი ღამეს ერთ სახლში არ ათევენ

A+ A-

15:59 10/01/2019

მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ მეუღლესთან, გია როინიშვილთან წლების წინ გაწყვეტილი ურთიერთობა აღადგინა.

"ყველას დიდი მადლობა კეთილგანწყობისთვის. ხალხი ალბათ, ფიქრობს, რომ მე და გია ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ, მაგრამ ასე არ არის. თუმცა ჩვენი ურთიერთობა ძალიან ნორმალური და დახვეწილია. შობას ჩემთან სახლში იყო მარიამი და გიასთან ჩვენი ვაჟი – კოკო თავის ოჯახით. გიასაც არ უყვარს თავის სახლის კარის გამოკეტვა. ეს იყო მიზეზი, თორემ ვერ ვიტყვი, რომ ოჯახი გაიყო. შემდეგ ყველამ ერთად ვიზეიმეთ შობის ბრწყინვალე დღესასწაული, მაგრამ შობის დადგომა ჩვენს სახლებში აღვნიშნეთ. ზუსტად ასევე, ანალოგიურად ვიზეიმეთ ახალი წელი. გია ჩვენს სახლში მოდის ხოლმე და მე მის სახლში, უკვე დიდი ხანია, ეს პრობლემა აღარ დგას ჩვენს შორის“, - განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

ცნობისთვის, ცნობილი მომღერლისა და მსახიობის ოჯახი წლების წინ დაინგრა. თამრიკო ჭოხონელიძე ოჯახის დანგრევის მიზეზზე არ საუბრობდა.