გიორგი ჭელიძის სახლში ნივთმტკიცებად აღმოჩენილ ვაზნებზე მისი ანაბეჭდები არ ფიქსირდება - ექსპერტი
გიორგი ჭელიძის სახლში ნივთმტკიცებად აღმოჩენილ ვაზნებზე მისი ანაბეჭდები არ ფიქსირდება - ექსპერტი

A+ A-

1461

22:42 10/01/2019

დღეს საქალაქო სასამართლოში "საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერის, გიორგი ჭელიძის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართა.
პროცესზე ექსპერტი დაიკითხა, რომელმაც დაადასტურა, რომ ჭელიძის სახლში ნივთმტკიცებად აღმოჩენილ ვაზნებზე მისი ანაბეჭდები არ ფიქსირდება.
"ეროვნული ერთობის“ ლიდერის სასამართლო პროცესი დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.
როგორც დაკავებულის ადვოკატები აცხადებენ, მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობას არ აძლევენ. საქმის პროკურორის განმარტებით, ეს აკრძალვა ბრალდებულის მხრიდან გამოძიებაზე რაიმე ტიპის ზეგავლენის შესაძლო მოხდენას უკავშირდება.
გიორგი ჭელიძეს 14 ადვოკატი იცავს. მისი მორიგი სასამართლო სხდომა 25 იანვარს გაიმართება.
შეგახსენებთ, "საქართველოს ეროვნული ერთობის" ლიდერი გიორგი ჭელიძე სამართალდამცავებმა გასული წლის პირველ სექტემბერს დააკავეს. გამოძიება ჭელიძეს ცეცლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ჭელიძის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებმა სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჭელიძეს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.