"ჯიპისის" სააფთიაქო ქსელში გრიპის უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს
"ჯიპისის" სააფთიაქო ქსელში გრიპის უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს

A+ A-

12:12 11/01/2019

თბილისში სააფთიაქო ქსელმა "ჯიპისიმ" მოსახლეობის აცრისთვის 1500 ვაქცინა უსასყიდლოდ გამოყო.

"გრიპის ვირუსის მომატებული შემთხვევების ფონზე აფთიაქი ჯიპისი პრევენციის მიზნით მის ნაშთზე არსებული გრიპის ვაქცინების სრულ რაოდენობას – 1500 ვაქცინას უსასყიდლოდ გამოყოფს მოსახლეობის ვაქცინაციისთვის.
11 იანვრიდან, გრიპის უფასო ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება „ექსპრეს“ კლინიკებში შემდეგ სამ მისამართზე: პეკინის #23/25 (10:00 – 20:00 საათებში); ვაჟა ფშაველას #71 (10:00 – 20:00 საათებში); ჭავჭავაძის #24 (10:00 – 20:00 საათებში); უფასო ვაქცინაცია გაგრძელდება ნაშთის სრულ ამოწურვამდე“, – აღნიშნულია „ჯიპისის“ ინფორმაციაში.