საფრანგეთში „ყვითელჟილეტიანებმა“ სათვალთვალო კამერების 60% მწყობრიდან გამოიყვანეს
საფრანგეთში „ყვითელჟილეტიანებმა“ სათვალთვალო კამერების 60% მწყობრიდან გამოიყვანეს

A+ A-

12:23 11/01/2019

საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანიემ განაცხადა, რომ  „ყვითელი ჟილეტების“ მონაწილეებმა სათვალთვალო კამერების თითქმის 60% მწყობრიდან გამოიყვანეს.

მინისტრი აცხადებს, რომ  ეს ვანდალიზმის აქტია, რომელიც საფრთხის ქვეშ აგდებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას.

საპროტესტო მოძრაობის ზოგიერთი მონაწილე, სათვალთვალო კამერებში „ფულის წართმევის“ ფენომენს ხედავს, განსაკუთრებით განსაკუთრებულად ღარიბი მოსახლეობისთვის.

ცნობისათვის, საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციები 17 ნოემბრიდან არ წყდება. აქციების დროს არეულობებსა და შეტაკებებს 10 ადამიანი ემსხვერპლა. საწვავზე ფასის მატების საწინააღმდეგო აქციების მონაწილეები, დღეს, უკვე მთავარ მოთხოვნად ემანუელ მაკრონის გადადგომას ასახელებენ.