სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებათა მაჩვენებელი შემცირებულია
სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებათა მაჩვენებელი შემცირებულია

A+ A-

12:50 11/01/2019

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებათა მაჩვენებელი შემცირებულია, მაგრამ გაზრდილია ჰოსპიტლებში მიმართვიანობა

როგორც ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, გამოძახებათა მაჩვენებელი შემცირებულია დაახლოებით 200 ერთეულით.

"სამწუხაროდ, ამ სეზონზე ლაბორატორიულად დადასტურებული გვაქვს 13 გარდაცვალება. პრევალირებს ქვეყანაში H1N1 გრიპის სიმპტომოკომლექსი, ადამიანს თუ აქვს გრიპის ნიშნები აუცილებელია, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე დაიწყოს ანტივირუსული მკურნალობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.