ქუთაისის H1N1 ვირუსით 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
ქუთაისის H1N1 ვირუსით 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

A+ A-

13:03 11/01/2019

“გურია ნიუსის" ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხმაში მცხოვრები 28 წლის ვაჟა ბერძენიშვილი, ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გარდაცვლილის მამის გია ბერძენიშვილის განცხადებით,  ვაჟა ბერძენიშვილის გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსი გახდა.

“როგორც კი შეუძლოდ გახდა, წავიყვანეთ ქუთაისში. ყურადღება არავის დაუკლია, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ერთი კვირის განმავლობაში, აპარატზე იყო შეერთებული", - განუცხადა გია ბერძენიშვილმა “გურია ნიუსს”.

მისივე თქმით, ვირუსი თანმდევი დაავადების გამო გართულდა, რადგან მის შვილს ეპილეფსია ჰქონდა.