"სტრასბურგში წარსადგენ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელს 23 იანვარს დავასრულებ"
"სტრასბურგში წარსადგენ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელს 23 იანვარს დავასრულებ"

A+ A-

77

14:26 11/01/2019

დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელის სტრასბურგში წარდგენის ზუსტი თარიღი 23 იანვარს გახდება ცნობილი.

აღნიშნულის შესახებ “2020NEWS”-ს დეკანოზის უფლებადამცველმა დავით ჯანდიერმა განუცხადა და აღნიშნა, რომ სარჩელზე მუშაობა ამ ეტაპზე გრძელდება.

"ჯერჯერობით სარჩელზე მუშაობა არ დასრულებულა, ჯერ კიდევ მიდის სამუშაო პროცესი, 23 იანვარს დასრულდება სარჩელზე მუშაობა და დაზუსტებით გეტყვით, როდის წარსდგება დეკანოზის სარჩელი ევროპულ სასამართლოში", - განაცხადა ჯანდიერმა.
 
შეგახსენებთ, "ციანიდის საქმეზე“ ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ქართულმა სასამართლომ თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა.