ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო ჯგუფი იანვრის მეორე ნახევარში შეიქმნება
ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო ჯგუფი იანვრის მეორე ნახევარში შეიქმნება

A+ A-

14:53 11/01/2019

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო ჯგუფის წევრებზე კონსტულტაციები იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

აღნიშნულის შესახებ “2020NEWS”-ს პრეზიდენტის ვაჟმა ცოტნე გამსახურდიამ განუცხადა.

როგორც გამსახურდია განმარტავს, საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობაზე, სტრუქტურაზე და დამატებით დეტალებზე მთავარ პროკურორთან შეხვედრისას იმსჯელებენ.  მისი განცხადებით, საგამოძიებო ჯგუფის შექმნის მთავარი მიზეზი ის არის, რომ არსებული რესურსებით საქმის გამოძიება უბრალოდ "წყლის ნაყვაა".

"არსებული რესურსებით შეუძლებელია პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიება და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ეს იქნება უბრალოდ წყლის ნაყვა, ამიტომაც შეიქმნება ეს საგამოძიებო ჯგუფი. 

კომისიის შექმნაზე იანვრის მეორე ნახევარში მთავარ პროკურორს შევხვდებით,  დეტალურად განვიხილავთ  ყველაფერს, მათ შორის კომისიის შემადგენლობას. სხვა დამატებითი დეტალები სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი", - განაცხადა გამსახურდიამ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის შვილები კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის  გამოსაძიებლად საგამოძიებო ჯგუფის შექმნას მოითხოვნენ და სწორედ ამ მიზეზით ისინი მთავარ პროკურატურაში  შიმშილობდნენ.

გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, შეიქმნება საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც თავად შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს.