მარნეულში 15 წლის მოზარდი ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა
მარნეულში 15 წლის მოზარდი ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა

A+ A-

16:29 11/01/2019

მარნეულში ბუნებრივი აირის მოწამვლით 15 წლის გოგონა გარდაიცვალა. როგორც ცნობილი  ხდება, მიზეზი არასწორად დამონტაჟებული  წყლის გამათბობელი გახდა.

ახლობლების განცხადებით, მოზარდი ოჯახის წევრებმა უგონო მდგომარეობაში, აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ იმ ოთახში იპოვეს, სადაც გამათბობელი იყო დამონტაჟებული.

როგორც “2020NEWS”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.