25 იანვრამდე ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის დამატებითი პარტიები შემოვა
25 იანვრამდე ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის დამატებითი პარტიები შემოვა

A+ A-

89

16:41 11/01/2019

25 იანვრამდე ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის დამატებითი პარტიები შემოვა. იმუნოლოგიის ცენტრში ვაქცინის მარაგი ამოიწურა, სააფთიაქო ქსელ “ჯიპისიში” კი აცხადებენ, რომ დარჩენილია მხოლოდ 1500 ვაქცინა და 25 იანვრამდე დამატებითი პარტიები შეუკვეთეს.

აღნიშნულ ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი”  ავრცელებს.   

კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იანვარში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი პარტია გახდა საჭირო. იმუნოლოგიის ცენტრში კი, ამბობენ, რომ ვაქცინა მხოლოდ რისკ-ჯგუფებისთვის, ჰოსპიტალურ ქსელშია დარჩენილი, ე.წ. კომერციული აცრებისთვის კი, მედიკამენტი ამოიწურა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში  გავრცელებული ღორის გრიპის  ვირუსის გამო 16  ადამიანი გარდაიცვალა, 845 სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, აქედან 45 კი რეანიმაციულ განყოფილებაშია.