ხორავის ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული არასრულწლოვანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
ხორავის ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული არასრულწლოვანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

A+ A-

16:46 11/01/2019

ხორავის ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული არასრულწლოვანი დ.ღ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. 
 
დ.ღ.  2018 წლის ივლისში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა მოკლული დავით სარალიძის მამას, თუმცა, შსს-ს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მან მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

შეგახსენებთ, მოზარდებს შორის დაპირისპირება, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოხდა, ორი მოზარდის დაღუპვით დასრულდა. თანატოლების ხელით დაჭრილი ლევან დადუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დავით სარალიძე მეორე დღეს - 12 ჭრილობით, საავადმყოფოში დაიღუპა.

დავით სარალიძის მკვლელები ამ დრომდე დასჯილები არ არიან. როგორც ზაზა სარალიძე აცხადებს, მკვლელებს გავლენიანი მფარველები ჰყავს და ხელისუფლება მათ ხელს აფარებს.