“დ.ღ.-ს გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ უდანაშაულოა, პროცესები გაგრძელდება“
“დ.ღ.-ს  გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ უდანაშაულოა, პროცესები გაგრძელდება“

A+ A-

17:12 11/01/2019

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის განცხადებით, დ.ღ.-ს  გათავისუფლება არ ნიშნავს საგამოძიებო პროცესის დასრულებას და დ.ღ-ს უდანაშაულობას. ამის შესახებ “2020NEWS”-ს სარალიძემ განუცხადა.

“19 იანვარს დ.ღ.-ს აღკვეთი ღონისძიების ვადა გასდიოდა, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებით დ.ღ. გირაოს ქვეშ არის გათავისუფლებული ჯერჯერობით არ ნიშნავს იმას, რომ უდანაშაულოა. პროცესები გაგრძელდება ჩვეულებრივად“, -  განაცხადა სარალიძემ.
 
ხორავის ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული არასრულწლოვანი დ.ღ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
 
შეგახსენებთ, დ.ღ.  2018 წლის ივლისში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა მოკლული დავით სარალიძის მამას, თუმცა, შსს-ს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მან მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.