"მე ვარ პრეზიდენტი, წარმოვადგენ ინსტიტუტს, რომელსაც არ აქვს კომპეტენცია და უფლება, მისცეს რჩევა ან რეკომენდაცია"
"მე ვარ პრეზიდენტი, წარმოვადგენ ინსტიტუტს, რომელსაც არ აქვს კომპეტენცია და უფლება, მისცეს რჩევა ან რეკომენდაცია"

A+ A-

193

17:57 11/01/2019

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას არ აქვს უფლებამოსილება მოსამართლეებთან დაკავშირებით ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცეს. მისივე თქმით, პრეზიდენტს შეუძლია იყოს მხოლოდ საზოგადოების მხარეს და საზოგადოების მოლოდინი გაახმოვანოს.

“პრეზიდენტი არავითარ შემთხვევაში არ არის ის პირი, რომელსაც შეუძლია მისცეს რამე რჩევა თუ მითითება ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შედგეს სია. ეს უნდა გადაწყვიტონ მათ, ხელისუფლების იმ შტოებმა, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ. ამ შემთხვევაში საუბარია სასამართლოზე და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე, რადგან პროცედურაში პარლამენტი არის გათვალისწინებული. პრეზიდენტი ამ პროცედურაში არ არის გათვალისწინებული და მე შემიძლია ვიყო მხოლოდ საზოგადოების მხარეს და ვთქვა ის, თუ როგორია საზოგადოების მოლოდინი. დემოკრატიული ქვეყნის იმპერატივია, რომ არსებობდეს, შენარჩუნებული იყოს და ამაღლებული იყოს ნდობა სასამართლოს მიმართ. მე პირადად ხელისუფლებას არაფერს არ ვურჩევ, იმიტომ რომ კერძო პირი არ ვარ, მე ვარ პრეზიდენტი, წარმოვადგენ ინსტიტუტს, რომელსაც არ აქვს კომპეტენცია და უფლება, მისცეს რჩევა ან რეკომენდაცია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 სკანდალური კანდიდატურა წარუდგინა. აღნიშნული სიის განხილვას აზრთა სხვადასხვაობა და უკმაყოფილება მოჰყვა, რის საფუძველზეც, პარლამენტმა განხილვა საგაზაფხულო სესიისთვის გადადო. ამის საფუძველზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა.