გაიცანით - 8 წლის ბექა ფიფია, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა
გაიცანით - 8 წლის ბექა ფიფია, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა

A+ A-

18:25 11/01/2019

8 წლის ბექა ფიფიამ ლეიკემია დაამარცხა. როგორც "2020NEWS“-ს ბექას მამამ, ბაგრატ ფიფიამ განუცხადა, ბექა ახლა მხოლოდ ქიმიის შედეგებს ებრძვის და რომელიც წარმატებით მიმდინარეობს.

"ჩვენ შევძელით და დავამარცხეთ ლეიკემია. ისრაელიდან საქართველოში დავბრუნდით. ბექა ახლა ქიმიის შედეგებს ებრძვის, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. შემოწმების მიზნით, ერთ თვეში ჩავალთ ისრაელში. ბექა სრულფასოვან ცხოვრებას ნელ-ნელა უბრუნდება. მას იმუნიტეტი დასუსტებული აქვს, რადგან ქიმიამ დაუნგრია იმუნიტეტი. დანარჩენი ყველაფერი კარგად არის“, - განუცხადა სააგენტოს ბაგრატ ფიფიამ.

ცნობისთვის, ბექა ფიფიას ლეიკემია 2018 წლის მაისში აღმოაჩნდა. ოჯახმა ის სამკურნალოდ ისრაელში წაიყვანა. პატარა ბექას დასახმარებლად, არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.