ვისი კაბა ეცვა ივანიშვილების რძალს საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე?
ვისი კაბა ეცვა ივანიშვილების რძალს საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე?

A+ A-

6071

18:42 11/01/2019

ნანუკა გუდავაძემ საკუთარ დაბადების დღეზე არჩევანი ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ სამოსზე შეაჩერა.

ბერა ივანიშვილის მეუღლემ, მოდელმა ნანუკა გუდავაძემ  დაბადების დღე ვიწრო წრეში აღნიშნა.

მეუღლისა და ახლობლების წრეში გამართულ წვეულებაზე მან ქართული ბრენდის "მაჩ ენდ მაჩის“ სარაფანი მოირგო. უფრო კონკრეტულად, მათი ბრჭყვიალა სარაფანი თეთრ პერანგზე მოირგო.

"მაჩ ენდ მაჩის“ კაბა, რომელზეც ნანუკა გუდავაძემ გააკეთა არჩევანი, მათი  ბოლოდროინდელი კოლექციიდან არის.

აღსანიშნავია, რომ საახალწლოდ ნანუკა გუდავაძემ ახალ წელს ოსკარ დე ლა რენტას 7000 დოლარად შეფასებული ყვავილებიანი კაბა მოირგო. ამჯერად კი არჩევანი ქართულ ბრენდზე შეაჩერა.

ნანუკა გუდავაძე 24 წლის გახდა.